ფეხბურთი

22:51 | 20.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგაში არდადეგები დაიწყო: "ჰერტა" სამეულშია (+VIDEO)

გერმანიის ბუნდელსიგაში პირველი წრე მიილია და ერთთვიანი პაუზა გამოცხადდა. მე-17 ტურის ბოლო ორი მატჩი კი მასპინძელთა გამარჯვებებით აღინიშნა.

მიმდინარე სეზონის აღმოჩენა ბერლინის “ჰერტა” არდადეგებზე მესამე ადგილით გავიდა – პალ დარდაის შეგირდებმა მართლაც გასაოცრად განვლეს 17 ტური და 36 ქულა დააგროვეს, რაც “ჰერტასთვის” უდავოდ კარგი შედეგია. ამჯერად დედაქალაქელებმა შინ “მაინცს” დამაჯერებლად მოუგეს დარიდასა და სალომონ კალუს გოლებით. საერთოდ, კოტ დივუარელი ფორვარდი ბრწყინვალე სეზონს ატარებს და “ჰერტას” წარმატების მთავარი სულისჩამდგმელია. ვნახოთ, შეძლებს თუ არა დარდაის გუნდი მეორე წრეშიც იგივე ფორმის შენარჩუნებას, როგორშიც ახლაა, თუმცა მანამდე საპრიზო ადგილს დამსახურებულად იკავებს.

წელი მეოთხე ადგილზე დაასრულა გასული სეზონის ბრინჯაოს პრიზიორმა “გლადბახმა”. არადა, ბორუსიელებს პირველ ხუთ ტურში ქულა არ ჰქონდათ და ამის ფონზე მართლაც დიდებული შედეგია. 2015 წლის ბოლო შეხვედრაში ანდრე შუბერტის გუნდს დებიუტანტ “დარმშტადტთან” ურთულესი ბრძოლა გადახდა და მხოლოდ 86-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. თუმცა ამასაც გააჩნდა თავისი ობიექტური მიზეზი – “ბორუსია” პირველი ტაიმის შუაწელიდან მოყოლებული კაცნაკლული თამაშობდა. სხვათა შორის, გრანიტ ქსაკა მოედნიდან მაშინ გააგდეს, როცა მასპინძლები აგებდნენ, მაგრამ მერე ჯამში სამი გოლი გაიტანეს, რასაც სტუმრებმა ერთით უპასუხეს – 3:2.

ასე და ამრიგად, ალემანიაში პირველი წრე დასრულებულია – “ბაიერნი” ზამთრის ჩემპიონია, ხოლო “დორტმუნდი”, “ჰერტა” და “გლადბახი” ჩემპიონთა ლიგის ზონაში არიან. დღევანდელი მდგომარეობით II ბუნდესლიგაში დაქვეითების მთავარი კანდიდატები კი “ჰანოვერი” და “ჰოფენჰაიმია”. მეორე წრე დამდეგი წლის 22 იანვარს განახლდება.

“ჰერტა” – “მაინცი” 2:0 (1:0) (მიმოხილვა)

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

მაყურებელი: 39 835

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკაპმი, ბრუკსი, პლატენჰარდი; სკიელბერგი, ლუსტენბერგერი (ჰეგელერი 77); ჰარაგუჩი, დარიდა (ბაუმიოჰანი 83), კალუ (სტოკერი 87); იბიშევიჩი

მწვრთნელი: დარდაი

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, ბენგსტონი; ბაუმგალტინგერი, ლატცა (ნიედერლეჩნერი 65); კლემენსი (დე ბლასისი 46), მალი, სამპეირო; მუტო (კორდობა 65)

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 1:0 დარიდა (34), 2:0 კალუ (54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 5 (0) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: სიპელი

“გლადბახი” – “დარმშტადტი” 3:2 (1:1) (მიმოხილვა)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 53 610

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; კორბი, კრისტიანსენი, ელვედი, ვენდტი; აზარი (ბროუსვერსი 73), ნორდვეიტი, ქსაკა, ჯონსონი; სტინდლი (დაჰუდი 88), რაფაელი (დრმიჩი 90)

მწვრთნელი: შუბერტი

“დარმშტადტი” (4-2-3-1): მატეინია; გარიჩსი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი; ნიემეიერი (ვრანჩიჩი 55), გონდორფი; ჰელერი, როზენტალი (ენგელი 87), კემპე (რაუში 77); ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

გოლები: 0:1 ჰელერი (28), 1:1 სტინდლი (44), 2:1 ნორდვეიტი (51), 2:2 ვაგნერი (67), 3:2 ვენდტი (86)

გაფრთხილება: სტინდლი (45) – ნიემეიერი (38), კალდიროლა (45), ჰოლანდი (60), ჰელერი (65)

გაძევება: ქსაკა (38)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 15 (6) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 1:5 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ბრანდი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.214186