ფეხბურთი

14:18 | 19.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი ფინალში ითამაშებს

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი გამოჯანმრთელდა. გამოცემა “ასის” ინფორმაციით, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა თირკმლის ტკივილები მოიშორა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში თამაშს შეძლებს.

“ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კი ამბობს, რომ ამ დროისთვის არ შეუძლია შეაფასოს მესის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მესის ნახევარფინალური მატჩი ჩინური “გუანჟოუსთან” ხსენებული ტრავმის გამო გაუცდა.

“ბარსელონა” ფინალში არგენტინულ “რივერ პლეიტს” 20 დეკემბერს დაუპირისპირდება, შეხვედრას იოკოჰამა უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111848