ფეხბურთი

1:58 | 19.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ხუმარებმა" წელი გამარჯვებით დაამთავრეს (+VIDEO)

გელზენკირხენის “შალკემ” 2015 წელი მოგებით დაასრულა, ხოლო “ჰოფენჰაიმმა” გასავარდნ ზონაში. “ველტინს არენაზე” გამართულ მატჩში “ხუმარები” უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულადაც მოიგეს. ერთი ეგაა, “შალკემ” მრავლად შექმნილი საგოლე მომენტიდან ერთი გამოიყენა და მინიმალურ გამარჯვებას დასჯერდა.

გამარჯვების გოლი კი ერიკ ჩუპო-მოტინგმა პირველი ტაიმის შუაწელს გაიტანა – კამერუნელმა იოჰან გეისის შორეულ ჩაწოდებას ქუსლი მეტად უცნაური მოძრაობით შეაგება, თუმცა გამარჯვებულებს არ ასამართლებენო და მშვენიერი გოლი კი გამოუვიდა. ამ მოგებით “შალკე” ოთხეულში შევიდა, მაგრამ პირველი წრის ბოლო მატჩი “ვოლფსბურგს” სათამაშო აქვს და შესაძლოა, გელზენკირხენელები ისევ დაქვეითდნენ. სამაგიეროდ, ურყევი ადგილით დაასრულა წელი “ჰოფენჰაიმმა”. “სოფლელებს” 17 ტურში ოდენ 13 ქულა აქვთ და მხოლოდ “შტუტგარტს” უსწრებენ, თუმცა “შალკეს” შემთხვევისა არ იყოს, “შვაბებსაც” ამ ტურის შეხვერდა ჩასატარებელი აქვთ.

“შალკე” – “ჰოფენჰაიმი” 1:0 (1:0) (მიმოხილვა)

გელზენკირხენი, “ველტინს არენა”

მაყურებელი: 60 749

“შალკე” (4-4-2): ფარმანი; რეიტერი, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაჩი; მეიერი (სანე 61), გეისი, გორეცკა, ჩუპო-მოტინგი; დი სანტო (ნოიშტადტერი 90), ჰუნტელაარი (ჰოიბერგი 73)

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

“ჰოფენჰაიმი” (4-4-1-1): ბაუმანი; კადერაბეკი, შარი, სულე, კიმი; ელიონუსი (უტი 80), რუდი, სტრობლი, შმიდი (ჯოელინტონი 90); ამირი (ვოლანდი 59); ვარგასი

მწვრთნელი: სტევენსი

გოლი: 1:0 ჩუპო-მოტინგი (28)

გაფრთხილება: გორეცკა (90) – სტრობლი (57), რუდი (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (3) – 18 (1) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: შტეგემანი

თეგებიბუნდესლიგა
0.161595