ფეხბურთი

21:03 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალაბა ავსტრიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეხუთედ დაასახელეს

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი დავიდ ალაბა ავსტრიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეხუთედ გახდა. “რეკორდმაისტერის” მოთამაშეს კონკურენციას ალექსანდრ დრაგოვიჩი (კიევის “დინამო”), მარკო არნაუტოვიჩი (“სტოკი”) და ზლატკო იუნუზოვიჩი (“ვერდერი”) უწევდნენ.

ალაბამ 2015 წელს “ბაიერნთან” ერთად ბუნდესლიგა მოიგო. გერმანიის სუპერთასზე იასპარეზა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიიღო მონაწილეობა. დავიდმა ავსტრიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

23 წლის ალაბამ ავსტრიის ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელის, ივიცა ვასტიჩის შედეგი გააუმჯობესა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111265