ფეხბურთი

13:13 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” პრეზიდენტმა გულშემატკივრებს მოუბოდიშა

იტალიის თასიდან “რომას” გამოვარდნის შემდეგ, კლუბის პრეზიდენტ ჯეიმს პალოტას გულშემატკივრების დასამშვიდებლად საჭირო სიტყვების მოძებნა დასჭირდა.

“მგლები” სერია ბ-ს წარმომადგენელ “სპეციას” რომის “ოლიმპიურ” სტადიონზე ეთამაშნენ, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი, ქვედალიგელებმა 4:2 იმარჯვეს.

“პირადად ჩემი და კლუბის სახელით, ასეთი თამაშისთვის გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, “სპეციას” კი, გამარჯვებას ვულოცავ” - დაწერა პალოტამ საკუთარ “თვითერზე”.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირას, სერია A-ს მე-17 ტურში “ჯენოასთან” წარუმატებელი თამაშის შემთხვევაში, გუნდის მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვენ. უკვე სახელდება მისი სავარაუდო შემცვლელებიც. ესენი არიან მარჩელო ლიპი, ლუჩანო სპალეტი და ვალტერ მაცარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144759