ფეხბურთი

12:27 | 15.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ, “ბაიერნი” თუ გავიარეთ, ფინალში გავალთო...

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევს, რომ თუ მისი გუნდი მიუნხენის “ბაიერნის” ბარიერს დაძლევს, ფინალში გასვლაც არ იქნება შეუძლებელი. ასე შეაფასა ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის მომავალი მერვედფინალური დაპირისპირება გერმანულ გიგანტთან.

“მაღალი დონის თამაშის ჩატარება დაგვჭირდება. შეიძლება ითქვას, ვარსკვლავური. ჩვენი შესაძლებლობის სრულად გამოყენება მოგვიწევს, რომ მეტოქეს ვაჯობოთ. თუ “ბაიერნის” დამარცხება შევძელით, მაშინ ფინალში გასვლის რეალური კანდიდატები ვიქნებით და თუ ასე არ მოხდა, შიდა ჩემპიონატზე მოგვიწევს მთელი კონცენტრაციის გადატანა. თებერვლამდე და მარტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ვნახოთ, როგორ ფორმაში ვიქნებით. მათ წინააღმდეგ თამაში კი შესანიშნავი იქნება.

ვიდალი? – მას ჩვენთან დიდი მოგონებები აკავშირებს. რაც შეეხება კომანს, იგი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც იტალიისგან განსხვავებულ ჩემპიონატში თავი კარგად წარმოაჩინა და ამაში “იუვენტუსის” დამსახურებაცაა”, - თქვა ალეგრიმ.

“იუვენტუსი” “ბაიერნს” დამდეგი წლის 23 თებერვალს უმასპინძლებს, საპასუხო თამაში კი მიუნხენში 16 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114995