კალათბურთი

14:07 | 11.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიკაგომ” “კლიპერსი” დაამარცხა, დურანტმა სამმაგი დუბლი შეასრულა (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 4 შეხვედრა გაიმართა.

“ჩიკაგომ” შინ “კლიპერსი 83:80 დაამარცხა. შეხვედრის ბოლო წამზე ლოს ანჯელესელთა გამთამაშებელმა კრის პოლმა 3-ქულიანი ესროლა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩაეშვა. მატჩში პაუ გასოლი 24 ქულით და გრიფინი 18 ქულით და 11 მოხსნით გამოირჩნენ. აღსანიშნავია, რომ გასოლმა 3-დან სამი სამქულიანი ჩააგდო, რაც ესპანელისთვის ამ მაჩვენებელში ნბა-ში საუკეთესო შედეგია. “ჩიკაგო” 12 მოგებით და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს, ხოლო “კლიპერსი” 13 გამარჯვებით და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.

“ოკლაჰომამ” საკუთარ დარბაზში “ატლანტას”107:94 მოუგო. “ოკლაჰომელთა” ლიდერმა კევინ დურანტმა კარიერაში მეშვიდე სამმაგი დუბლი შეასრულა 25 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი.

“ბრუკლინი” – “ფილადელფია” 100:91 (24:13, 28:31, 18:30, 30:17)

“ბრუკლინი”: ბარნიანი (23 ქ.), იანგი (18 ქ.), ლარკინი (14 ქ.), ბოგდანოვიჩი (10 ქ.)

“ფილადელფია”: ოკაფორი (22 ქ. 10 მ.), ჰოლმესი (14 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=2fTDW6v0H3U

“ჩიკაგო” – “კლიპერსი” 83:80 (23:24, 21:11, 20:19, 19:26)

“ჩიკაგო”: გასოლი (24 ქ.), ბატლეი (14 ქ.), გიბსონი (12 ქ.), როუზი (11 ქ.), ბრუკსი (10 ქ.)

“კლიპერსი”:გრიფინი (18 ქ. 11 მ.), პოლი (12 ქ.), ჯორდანი (10 ქ. 14 მ.)

https://www.youtube.com/watch?v=bKT3XsLvaYs

“ოკლაჰომა” – “ატლანტა” 107:94 (35:28, 25:21, 23:26, 24:19)

“ოკლაჰომა”: დურანტი (25 ქ. 12 მ. 10 მ.), უესტბრუკი (23 ქ. 10 პ.), იბაკა (12 ქ. 10 მ.), ადამსი (11 ქ.)

“ატლანტა”: ბაზემორი (22 ქ.), ტიგი (18 ქ.), კორვერი (12 ქ.), სეფალოშა (11 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=_39TX03T7Yw

“საკრამენტო” – “ნიუ იორკი” 99:97 (24:16, 22:23, 30:26, 23:32)

“საკრამენტო”: კაზინსი (27 ქ. 11 მ.), რონდო (16 ქ. 12 პ. 9 მ.), კოლისონი (16 ქ.), კასპი (11 ქ.), გეი (10 ქ.)

“ნიუ იორკი”: ენტონი (23 ქ. 14 მ.), აფლალო (14 ქ.), პორზინგისი (13 ქ.), ტომასი (10 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=ZY3F4bku_2Q

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115226