ფეხბურთი

21:39 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის აგენტი მადრიდშია

მიუნხენის “ბაიერნისა” და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის გადაბირებას მადრიდის “რეალი” ცდილობს. ამის შესახებ ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკა” გვამცნობს. როგორც ესპანური მედია წერს, შაბათს, ლა ლიგის კალენდარულ მატჩს “რეალსა” და “ხეტაფეს” შორის 27 წლის ფორვარდის აგენტი ჩეზარი კუჩარსკი “სამეფო კლუბის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და ესპანეთში პოლონეთის ელჩ ტომაშ არაბასკისთან ერთად ესწრებოდა.
როგორც “მარკა” ვარაუდობს, “რეალი” მზადაა ლევანდოვსკის ხელფასის სახით სეზონში 12 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამაზე მაღალი გასამრჯელო “ბლანკოსის” რიგებში მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს აქვს. ამჟამად, რობერტის წლიური ხელფასი 10 მილიონი ევროა.
ლევანდოვსკის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში ამდენივე გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110441