ჭადრაკი

0:59 | 7.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასს 5 ლიდერი ჰყავს

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს თასის გათამაშების 6 ტურის თავზე ხუთ-ხუთი ქულით 5 მონაწილე დაწინაურდა. ესენი დავით ჯოჯუა (2465), თორნიკე სანიკიძე (2553), ლუკა პაიჭაძე (2520), გიგა ყუფარაძე (2582) და ნინო ხურციძე (2345) არიან.

მე-7 ტურში ყუფარაძე სანიკიძეს ეთამაშება, ხურციძე – პაიჭაძეს, ხოლო ჯოჯუა კი – შოთა აზალაძეს, რომლის აქტივშიც 4.5 ქულაა.

ცნობისთვის, ტურნირი 72 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება, შემდეგი დროის კონტროლით: 25 წუთი პარტიის ბოლომდე თითოეულ სვლაზე 10 წამის დამატებით.

0.123706