ფეხბურთი

1:27 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" მიწაზე "ბორუსია პარკზე" დაეშვა (+VIDEO)

მთელი საფეხბურთო გერმანია XV ტურში ზამთრის ჩემპიონის გამოვლენას ელოდა, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, ეს მოვლენა მინიმუმ მომდევნო ტურისთვის გადაიდო.

დიახ, მიუნხენის “ბაიერნმა” როგორც იქნა წააგო. “გლადბახთან” პეპ გვარდიოლას გუნდი საკუთარ თავს არ გავდა და სწორედ ამიტომაც აგვისტოში ჩატარებული გერმანიის სუპერთასის შემდეგ პირველად გავიდა მოედნიდან დამარცხებული. “რეკორდმაისტერს” კი ვინ მოუგებდა თუ არა “გლადბახი”? – ანდრე შუბერტის გუნდი გასაოცარ ფორმაშია და გზად ვინც შეხვდა თითქმის ყველას უგებს. ამასთან თავს არც ჩემპიონთა ლიგაზე ირცხვენს მიუხედავად დებიუტანტობისა. “ბორუსია პარკზე” მთავარი მოვლენები მეორე 45 წუთში განვითარდა და 14 წუთიან ინტერვალში მასპინძლებმა მანუელ ნოიერის დამწუხრება სამჯერ (!) მოახერხეს. ამის მერე ნათელი გახდა, რომ “ბაიერნი” თამაშს ვეღარ გადაარჩენდა და ასეც მოხდა. თუმცა, მიუნხენელთათვის ერთი დადებით ფაქტი მაინც აღინიშნა: ხანგრძლივი პაუზის მერე მოედანს ფრანკ რიბერი დაუბრუნდა, თანაც გოლით – სწორედ ფრანგმა გაიტანა მატჩის ბოლოს პრესტიჟის გოლი და მიუნხენური გიგანტი სამარცხვინო მარცხისგან იხსნა.

“ბაიერნი” მაინც ზამთრის ჩემპიონი გახდებოდა რომ არა შინჯი კაგავა. იაპონელმა შემტევმა “ვოლკსვაგენ არენაზე” მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაუტანა “ვოლფსბურგს” და “ბორუსიას” მოაგებინა. არადა, დიტერ ჰეკინგის ბიჭებს, რომლებიც მანამდე ლამის მთელი თამაში აგებდნენ, სულ რაღაც ორი წუთის წინ როდრიგესის გოლით გაეთანაბრებინათ. ამ მატჩში პირველი გოლი კი ტომას ტუხელის გუნდის ლიდერმა მარკო როისმა პირველ ტაიმში შეაგდო. ერთიც: ამჯერად მოედანი უგოლოდ დატოვა პიერ ობამეიანგმა. ახლა, “დორტმუნდი” “ბაიერნს” 5 ქულით ჩამორჩება და ზამთრის დიდ შესვენებამდე ორი ტურია დარჩენილი. რთულია სათქმელია, მოახერხებს თუ არა მიმდინარე წლის ბოლომდე “ბორუსია” სასწაულის მოხდენას, რადგან ეს “ბაიერნზეცაა” დამოკიდებული, მაგრამ ბუნდესლიგას ინტრიგა რომ დაუბრუნდა ფაქტია.

ისევ წააგო ლევერკუზენის “ბაიერმა” და არავინ იცის, “ფარმაცევტთა” შეფებს მოთმინების ფიალა როდემდე ეყოფათ. როჯერ შმიდტს თავისი გუნდის თამაშში რომ რაღაც შესაცვლელი აქვს ფაქტია. “ლევერკუზენმა” ამჯერად ბერლინში, “ჰერტასთან” იწვნია მტკივნეული მარცხი. თანაც, ბერლინული გუნდი ევროზონაში ტრიალებს, ანუ “ბაიერის” პირდაპირი კონკურენტია.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია “აუგსბურგის” მორიგი მოგება, რომელმაც ბოლო სამ ტურში მეორედ იმარჯვა (ამჯერად კიოლნში). არადა, მანამდე აუგსბურგელებს ერთადერთხელ ემარჯვათ. ისევ ვერ იგებს “ჰოფენჰაიმი”, რომელსაც ვერც გამოცდილი ჰოლანდიელი ჰუბ სტევენსი შველის. “სოფლელები” ამჯერზე დებიუტანტ “ინგოლშტადტს” გასვლაზე დაუზავდნენ – 1:1.

“გლადბახი” – “ბაიერნი” 3:1 (0:0) (მიმოხილვა)

გლაბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 54 010

“გლადბახი” (5-4-1): სომერი; კორბი, კრისტიანსენი, ელვედი, ნორდვეიტი, ვენდტი; რაფაელი (დრმიჩი 88), ქსაკა, დაჰუდი (შულცი 85), ჯონსონი; სტინდლი (აზარი 90)

მწვრთნელი: შუბერტი

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, ბენატია, ბოატენგი, რაფინია; მარტინესი, ალონსო (როდე 66), ვიდალი; მიულერი, ლევანდოვსკი (რიბერი 75), კომანი

მწვრთნელი: გვარდიოლა

გოლები: 1:0 ვენდტი (54), 2:0 სტინდლი (66), 3:0 ჯონსონი (68), 3:1 რიბერი (81)

გაფრთხილება: სტინდლი (74) - ბენატია (4), რაფინია (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 22 (6) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:9 თამაშგარე: 6:5

მსაჯი: ცვაიერი

“ჰამბურგი” – “მაინცი” 1:3 (0:1)

ჰამბურგი, “ვოლკ პარკშტადიონი”

მაყურებელი: 51 698

“ჰამბურგი” (4-2-3-1): დრობნი; საკაი, ჯურუ, კლებერი, ოსტრზოლეკი; იუნგი (დიასი 58), ჰოლტბი; მიულერი, გრეგორიტში, ილიჩევიჩი (ჰანტი 65); შიპლოკი (ოლიჩი 57)

მწვრთნელი: ლაბადია

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროსინსკი, ჰაკი, ბელი, ბენგსოტონი; ბაუმგალტინგერი, ხარა; დე ბლასისი (კლემენსი 68), მალი, სამპეირო (ბეისტერი 85); მუტო (ნიედერლენჩერი 79)

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 0:1 სამპეირო (16), 0:2 სამპეირო (51), 0:3 კლემენსი (76), 1:3 ჯურუ (90)

გაფრთხილება: იუნგი (44), ჯურუ (84) – ბაუმგალტინგერი (43)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (7) – 11 (6) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ბრანდი

“ჰერტა” – “ლევერკუზენი” 2:1 (1:1) (მიმოხილვა)

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

მაყურებელი: 41 819

“ჰერტა” (4-4-2): იარშტეინი; რეგასელი, ლუსტენბერგერი, ბრუკსი, პლატენჰარდი; ვეიზერი, დარიდა (ჰეგელერი 85), სკიელბერგი, ჰარაგუჩი (ვან დერ ბერგი 90); იბიშევიჩი, კალუ (ბაუმიოჰანი 78)

მწვრთნელი: დარდაი

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; დონატი (ჰილბერტი 68), ტაჰი, ტოპრაკი, ბოენიში; ბელარაბი, კრამერი, კამპლი, მეჰმედი (ჩალჰანოღლუ 68); ჩიჩარიტო, ბრანდტი (ვენდელი 20)

მწვრთნელი: შმიდტი

გოლები: 1:0 დარიდა (7), 1:1 ჩიჩარიტო (29), 2:1 ბრუკსი (60)

გაფრთხილება: დარიდა (35) – კამპლი (61), ჰილბერტი (84), ჩიჩარიტო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 8 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ჰარტმანი

“ინგოლშტადტი” – “ჰოფენჰაიმი” 1:1 (0:0)

ინგოლშტადტი, “აუდი სპორტპარკი”

მაყურებელი: 14 225

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; ლეველსი, მატიპი, ჰუბნერი (ბრეგერიე 64), ბაუერი; გროსი, როგერი, მორალესი (კრისტიანსენი 89); ლექსი, ჰინტერსერი (პეკჰარტი 90), ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

“ჰოფენჰაიმი” (4-4-1-1): ბაუმანი; სტრობლი, შარი, სულე, კიმი; ელიონუსი (კურანი 61), შვეგლერი, პოლანსკი (კადერაბეკი 69), ციბერი; ამირი; ვოლანდი (უტი 78)

მწვრთნელი: სტევენსი

გოლები: 1:0 როგერი (66), 1:1 უტი (90)

გაფრთხილება: მორალესი (50), ლექსი (80) – შაფი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 7 (2) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 2:1 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: გრაფე

“კიოლნი” – “აუგსბურგი” 0:1 (0:0)

კიოლნი, “რეინ ენერჯშტადიონი”

მაყურებელი: 45 500

“კიოლნი” (4-4-2): ჰორნი; რისე, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; ცოლერი (ოლკოვსკი 46), ლემანი, ვოგტი (ჯოჯიჩი 71), ბიტენკურტი; მოდესტე (ოსაკო 75), ჰოსინერი

მწვრთნელი: შტოგერი

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, მაქსი; კორი, ბაიერი (დონგ-ვონი 77); ეშვეინი (იანკერი 89), ჯა-ჩოელი, საიუბი; ბობადილია (მატავცი 86)

მწვრთნელი: ვეინზიერლი

გოლი: 0:1 ბობადილია (64)

გაფრთხილება: ჰექტორი (76), მაროჰი (86) – ვერჰაეგი (54), ბობადილია (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (8) – 22 (8) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: შიბერტი

“ვოლფსბურგი” – “დორტმუნდი” 1:2 (0:1) (მიმოხილვა)

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

მაყურებელი: 30 000

“ვოლფსბურგი” (4-4-2): ბენალიო; ვიეირინია, ნალდო, კლოზე, როდრიგესი; კალიჯური (ტრეში 57), გუილავოჯი (დოსტი 46), არნოლდი, დრაქსლერი; კრუსე, შურლე

მწვრთნელი: ჰეკინგი

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; პიშჩეკი, სუბოტიჩი, ბენდერი, შმელცერი; გუნდოგანი (კაგავა 55), გინტერი; მხითარიანი, კასტრო (ჰოფმანი 82), როისი; ობამეიანგი (პარკი 82)

მწვრთნელი: ტუხელი

გოლები: 0:1 როისი (32), 1:1 როდრიგესი (90), 1:2 კაგავა (90)

გაფრთხილება: არნოლდი (46), ვიეირინია (54), ტრეში (81) – როისი (44), პიშჩეკი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (8) – 14 (6) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:5 თამაშგარე: 2:5

მსაჯი: შტილერი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.204602