კალათბურთი

19:31 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენიშვილი “დინამოს” 16 და 18 წლამდელთა გუნდებს უხელმძღვანელებს

სუპერლიგის მონაწილე “დინამოს” 16 და 18 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა გუნდებს ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი დავით ბერძენიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარი მწვრთნელის ირაკლი ხოშტარიას ერთ-ერთმა თანაშემწემ არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ “დინამოს” 14 წლამდელთა გუნდს ხოშტარიას კიდევ ერთი თანაშემწე, მამუკა ტურაშვილი ავარჯიშებს. რაც შეეხება 20 წლამდელების ჩემპიონატს, აქ “დინამოს” ამ სეზონში გუნდი არ ეყოლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104318