ფეხბურთი

14:38 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონს ქუსლი სიცოცხლის ბოლომდე შეაწუხებს

ინგლისის “ლივერპულის” ნახევარმცველ ჯორდან ჰენდერსონს ფეხის განუკურნებელი ტრავმის დიაგნოზი დაუსვეს და იძულებული იქნება კარიერის ბოლომდე ტკივილით ითამაშოს.

უფრო კონკრეტულად, The Telegraph-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელს ქუსლის ქრონიკული დაავადება აქვს, რომელსაც ფასციტი ეწოდება. პრობლემამ სრული ძალით თავი აპრილში იჩინა და ჰენდერსონის განკურნების საქმეში მსოფლიოს ცნობილი სპეციალისტები ჩაერთვნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

რამდენიმე ქირურგთან კონსულტაციის შემდეგ გაირკვა, რომ ტკივილი არც ოპერაციის შემდეგ გაქრებოდა და ამრიგად, ჯორდანს მასთან შეგუება მოუწევს. ამ ყველაფერთან ერთად, მიმდინარე სეზონის დასაწყისში ინგლისელმა ტერფის ძვალი გაიტეხა და მოედანს ახლახანს დაუბრუნდა.

0.117997