ფეხბურთი

16:39 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პოგონის” მწვრთნელს დვალიშვილის ეიმედება

პოლონური “პოგონის” მწვრთნელი ჩესლავ მიხნიევიჩი პრესკონფერენციაზე ლადო დვალიშვილის თემასაც შეეხო. მიხნიევიჩმა განაცხადა, რომ დროა, ქართველმა ფორვარდმა გოლების გატანა დაიწყოს. ლადომ ტრავმა მოიშუშა და ბოლო ტურში, “შლიონსკთან” (0:0) ბოლო 20 წუთი ითამაშა. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ დვალიშვილისა ეიმედება.

“უპირველესად, ლადოს გამოცდილებაზე ვამახვილებ ყურადღებას. მას შეუძლია, რომ ნებისმიერ მატჩში საკვანძო ფიგურა იყოს. მას ჰქონდა საგოლე მომენტები “კორონასთან” და “გურნიკთან”, “ლეგიასთან”, “ლეხთან”... სამწუხაროდ, ვერ გაიტანა. დვალიშვილს გავესაუბრები, უფრო მეტ სტიმულს მივცემ. ის უნდა დაგვეხმაროს, გოლების გატანა უნდა დაიწყოს, რადგან ვიცით, რომ ეს შეუძლია” – თქვა მიხნიევიჩმა.

ლადოს ექსტრაკლასას 9 მატჩში ჯერ ერთხელაც არ გაუტანია.

0.119552