ფეხბურთი

15:08 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგა გახოკიძე: “ვიტესი” ხარაიშვილს 12 დეკემბერს დააკვირდება”

12 დეკემბერს “საბურთალო” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლებს და ამ შეხვედრას ჰოლანდიური “ვიტესის” წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ისინი საბურთალოელთა ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილს დააკვირდებიან. ამის შესახებ “ვიტესის” მენეჯერმა გოგა გახოკიძემ გვაცნობა.

არნემულ კლუბში ქართველები წამყვანი ფეხბურთელები არიან: გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი. ასე რომ, მესამეც თუ შეუერთდებათ, კარგი იქნება.

ხარაიშვილი 19 წლისაა, “საბურთალოს” აღზრდილია და გუნდის კაპიტანიც გახლავთ. ტექნიკა, მოედნის ხედვა, თამაშის რბილი მანერა, დრიბლინგი, საჯარიმოების შესრულება – ამ თვისებებით საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ახალგაზრდებს შორის გამოირჩევა. ამ შემოდგომაზე რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გაუცდა და მისი არყოფნა გია ჭიაბრიშვილს გუნდს ყოველთვის ეტყობა.

ხარაიშვილის გარდა, კვლავ არის საუბარი გიორგი ნავალოვსკის “ვიტესში” გადასვლაზე. თუმცა ჰოლანდიელები ჯერ ფიქრობენ ამ ვარიანტზე და სიახლე არაფერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118678