ფეხბურთი

9:17 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი “კადისთან” მატჩში წამყვან ფეხბურთელებს დაასვენებს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი “კადისთან” მატჩში წამყვან ფეხბურთელებს დაასვენებს. როგორც “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამეფო თასის მე-16-ფინალში “ბლანკოსი” კრიშტიანუ რონალდუს, ქარიმ ბენზემას, გარეთ ბეილის, ლუკა მოდრიჩის, ტონი კროოსის, დანილოს და კეილორ ნავასის გარეშე იასპარეზებს.

“კადისთან” შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ მიიღებენ მონაწილეობას სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი, დანიელ კარვახალი და მარსელო.

“კადისის” და “რეალის” დაპირისპირება 3 დეკემბერს, თბილისის დროით ღამის 01:00 საათზე დაიწყება.

Loading...
სტატისტიკა
0.271851