ჭადრაკი

0:08 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერაძე წინ გაიჭრა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასასრულს უახლოვდება საქართველოს ვაჟთა 74-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება. 7 ტურის თავზე შეჯიბრს ერთპიროვნული ლიდერი – ირაკლი ბერაძე (2422) ჰყავს.

9 ტურად მიმდინარე ტურნირის მე-7 ტურში ბერაძემ შავი ფიგურებით ნიკოლოზ პეტრიაშვილს (2267) სძლია და თავი ექვს ქულას მოუყარა. ირაკლის 0.5 ქულით ჩამორჩებიან ბაჩანა მორჩიაშვილი (2326), თორნიკე სანიკიძე (2520) და ნოე თუთისანი (2329).

გასულ ტურში მორჩიაშვილი და თუთისანი დაზავდნენ, სანიკიძემ კი ნინო ხურციძეს (2432) სძლია. ბოლისწინა მე-8 ტურში ბერაძე თუთისანს ეთამაშება, ხოლო მორჩიაშვილი – სანიკიძეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114042