ფეხბურთი

12:10 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნისტელროიმ ვარდის რეკორდის დამყარება მიულოცა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა რუდ ვან ნისტელროიმ ჯეიმი ვარდის პრემიერლიგის რეკორდის დამყარება მიულოცა. ინგლისელმა ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა და ნისტელროის (10) შედეგი გააუმჯობესა.

“მშვენიერი ჯეიმი, ამიერიდან პირველი შენ ხარ და ეს დაიმსახურე.” – განაცხადა ჰოლანდიელმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე.

“მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართულ შეხვედრაში ჯეიმიმ გოლი 24-ე წუთზე გაიტანა, მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა. ვარდიმ პრემიერლიგაში მეტოქეები 14-ჯერ დაამწუხრა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

ჯეიმიმ ზედიზედ 11 გოლი შემდეგ გუნდებს გაუტანა: “ბორნმუთი”, “ასტონ ვილა”, “სტოკი”, “არსენალი” (2), “ნორვიჩი”, “საუთჰემპტონი” (2). “კრისტალ პალასი”, “”ვესტ ბრომვიჩი”, “უოტფორდი”, “ნიუკასლი”, “მანჩესტერი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117531