ფეხბურთი

17:38 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძოფი კლინიკაში მოათავსეს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი დინო ძოფი საავადმყოფოშია. როგორც იტალიური მედია იტყობინება, 70-იანი წლების გამორჩეულ მეკარეს ნერვული პრობლემები აქვს და კლინიკაში იმყოფება. რამდენად სერიოზულადაა დინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

73 წლის დინო ძოფი ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა. იგი 1982 წელს მსოფლოს ჩემპიონი 42 წლის ასაკში გახდა და ეს რეკორდია. კარიერის განმავლობაში მას “ნაპოლისა” და ტურინის “იუვენტუსის” რიგებში უთამაშია. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ძოფმა ძალები სამწვრთნელო ასპარეზზე მოსინჯა, სადაც ყველაზე დიდ წარმატებას 2000 წელს უწია, როცა მის მიერ გაწვრთნილმა იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.

თეგებიდინო ძოფი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109584