ფეხბურთი

20:18 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორინომ” მაქსის გაუხანგრძლივა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა “ტორინომ” არგენტინელ ფორვარდ მაქსი ლოპესს კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ტურინული გუნდის ვებგვერდი იუწყება. ლოპესს ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა.

“საფეხბურთო კლუბი “ტორინო” იუწყება, რომ მაქსი ლოპესთან კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდა”, - წერს “ტორინოს” ვებგვერდი.

31 წლის მაქსი ლოპესი ტურინულ გუნდში მიმდინარე წლის იანვარში ჩაირიცხა და მას შემდგომ “ხარების” რიგებში ჩატარებულ 36 თამაშში 14 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111145