ფეხბურთი

18:19 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერარდი სამი მატჩით დასაჯეს, პეროტი - ერთით

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ “სასუოლოს” თავდამსხმელი დომენიკო ბერარდი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ხოლო “ჯენოას” ნახევარმცველს დიეგო პეროტის ერთი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

21 წლის ფორვარდმა “ჯენოასთან” წაგებული (1:2) შეხვედრის 41-ე წუთზე კრისტიან ანსალდის წინააღმდეგ არასპორტული თამაშის გამო წითელი ბარათი დაიმსახურა. აღნიშნული ეპიზოდი სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და ახალგაზრდა ფეხბურთელს მკაცრი სასჯელი გამოუტანა.

ამავე ეპიზოდში გაძევებული იქნა დიეგო პეროტი, რომელიც ანსალდის გამოესარჩლა და ბერარდის წინააღმდეგ ასევე არასპორტული ქმედებით გამოირჩა, თუმცა მისი ქცევა იმდენად აგრესიული არ გახლდათ (შუბლი-შუბლზე მიადო მხოლოდ) და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117273