ფეხბურთი

16:02 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის “გენკიდან” წასვლის ამბავი მომწიფდა

ბელგიური პრესის ცნობით, თორნიკე ოქრიაშვილი ორშაბათს “გენკში” არ გამოცხადდა. მას სარეზერვო გუნდში უნდა ეთამაშა. თორნიკეს წერილი გამოუგზავნია - გრიპი მაქვსო. თუმცა ბელგიური კლუბის ხელმძღვანელობა ამან არ დააკმაყოფილა და მათ განაცხადეს, რომ ოქრიაშვილის არგამოცხადების მიზეზი სხვაა: ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო გაბრაზებულია.

ბოლო თვენახევრის განმავლობაში თორნიკეს თითქმის საერთოდ არ ათამაშებენ. წინა ტურშიც სათადარიგო იყო. ამ სეზონში, შესაძლებელი 1440 წუთიდან ქართველმა მხოლოდ 308 წუთი ითამაშა, ანუ დროის თითქმის მეხუთედი.

დიდი ალბათობით, “გენკი” იანვარში ოქრიაშვილს გაყიდის. მას 2017 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი კლუბთან.

“გენკის” სარეზერვო გუნდში ითამაშა ლუკა ზარანდიამ, რომელიც სტვვ-სთან შეხვედრაში ძირითადში გახლდათ. ზარანდიას გუნდმა 1:2 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114498