ფეხბურთი

22:24 | 29.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

13 თვის შემდეგ – აბიდალი განაცხადშია

ბოლო ჩატარებული თამაშიდან ზუსტად 13 თვის შემდეგ, “ბარსელონას” ფრანგი მარცხენა მცველი ერიკ აბიდალი გუნდის განაცხადში ბრუნდება. 33 წლის ფეხბურთელი “ბარსელონას” ვიგოში გაჰყვება.

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” “სელტას” დიდი დანაკლისით ხვდება (კატალონიელებს ჩავი, პუიოლი, ვალდესი, ალბა, ადრიანო და პედრო ვერ დაეხმარებიან), ტიტო ვილანოვას გუნდი ვიგოში მაინც ამაღლებული განწყობით მიეგმზავრება. ამის მიზეზი ერიკ აბიდალის დაბრუნებაა. ფრანგი უკანახაზელის გარდა, კატალონიელებს ჯანმრთელი მარცხენა მცველი არ ჰყავთ და ვინ იცის, იქნებ კიდევ ერთმა ახლადდაბრუნებულმა, ტიტო ვილანოვამ ვეტერანი მცველი ათამაშოს კიდეც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111197