სხვა

14:42 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახი კახიაშვილი: “ეს ჩემპიონატი ჩვენთვის ახალი გამოცდა იქნება”

თბილისი ძალოსნობაში 2016 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ ფაქტზე კომენტარი სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა გააკეთა.

კახი კახიაშვილი: “საქართველოს ფედერაციისა და ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მაღალ დონეზე მუშაობამ საერთაშორისო სტრუქტურებში ჩვენი ავტორიტეტი საგრძნობლად აამაღლა. ამას დაერთო სახელმწიფო სტრუქტურების უპირობო მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, ჩვენთან ერთად პრეზენტაციას უძღვებოდა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, იყო თბილისის მერიის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდამჭერი წერილებიც.

ამ ყველაფრით, კომპლექსურად მივიღეთ ის, რომ ჩვენი პრეზენტაცია აპლოდისმენეტების თანხლებით მიდიოდა. ძალიან სწრაფად და ერთხმად მიიღეს გაადწყვეტილება, რომ თბილისისთვის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიეცათ. მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში თავისი როლი ითამაშა. ეს ჩემპიონატი გარკვეული ტესტია მომავალში დიდების მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთის”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112366