ფეხბურთი

14:32 | 18.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ შესაძლოა “ბარსელონასთან” ითამაშოს

როგორც ესპანური გამოცემა MARCA იუწყება, მადრიდის “რეალის” თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა შესაძლოა, ქარიმ ბენზემა “ელ კლასიკოში” ათამაშოს.

თავდამსხმელი გუნდის ბოლო ვარჯიშზე ფეხის ტკივილს განიცდიდა. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კლუბის ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა ფრანგმა “ბარსელონასთან” ითამაშოს.

“ელ კლასიკო” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 21 ნოემბერს გაიმართება, მატჩი თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112703