ფეხბურთი

21:18 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლავეცი “ბარსელონას” უახლოვდება

ფრანგული პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ეზეკიელ ლავეცი შესაძლოა იანვრის თვიდან “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა “სპორტი” წერს.

როგორც წყარო აანონსებს, “ბლაუგრანას” ხელძღვანელებს სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული და ამ თანხაში მის შეძენას იმედოვნებენ.

ლავეცის პარიზულ გუნდთან კონტრაქტი დამდეგ ზაფხულს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება, სწორედ ამიტომაა მისი ფასი ასეთი დაბალი. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში არგენტინელი და “ბარსა” 2018 წლის 30 ივნისამდე ითანამშრომლებენ.

“ბარსელონას” გარდა, “ნაპოლის” ყოფილ შემტევს ყველაზე მეტად ტურინის “იუვენტუსს” უკავშირებენ.

0.112236