ფეხბურთი

21:59 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამომ” “რიზესფორთან” 2:5 წააგო

ბათუმის “დინამომ” ამხანაგური მატჩი გამართა თურქეთის სუპერლიგის მეათეადგილოსან “რიზესფორთან” და 2:5 წააგო. შეხვედრა რიზეში გაიმართა. ბათუმელთაგან ორივე გოლი ნახევარმცველმა პაპუნა ფონიავამ გაიტანა. ისე, ბათუმელებს არაერთი წამყვანი ფეხბურთლი აკლდათ.

საინტერესოა, რომ “რიზესფორიდან” ნიკა ძალამიძემაც მიითვალა გოლი. ქართველმა ლეგიონერმა მეორე ნახევარში 4:1 გახადა ანგარიში. ძალამიძეს თითქმის საერთოდ არ აქვს პრაქტიკა სუპერლიგის შეხვედრებში, თუმცა აი, ამხანაგურში შეაგდო. ძალამიძე ძირითადში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.

“რიზესფორი” – “დინამო” (ბათუმი) 5:2 (3:1)

დინამო: მამინაშვილი, ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, ვარშანიძე (დიასამიძე), გოგიტიძე, მაქაცარია (კვანტალიანი), თევდორაძე, ფონიავა, ლუის მედინა

გოლები: 1:0 ოვაჩიკლი (20), 2:0 ერენი (23), 3:0 მაკიადი (35), 3:1 ფონიავა (45), 4:1 ძალამიძე (56), 4:2 ფონიავა (77), 5:2 ალთინაი (78)

0.109332