ფეხბურთი

19:46 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ლუიზს პარიზში დაბრუნება არ სურს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და “პარი სენ ჟერმენის” მცველმა დავიდ ლუიზმა განაცხადა, რომ პარიზში მომხდარი ტერაქტის შედეგად საფრანგეთში დაბრუნების სურვილი აღარ აქვს.

ლუიზი სამხრეთ ამერიკაში იმყოფება და “სელესაოსთან” ერთად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში იღებს მონაწილეობას. 18 ნოემბერს ბრაზილიის ფეხბურთელები პერუსთან გასამართი მატჩის შემდეგ კლუბებს დაუბრუნდებიან, ლუიზი კი პარიზს უფრთხის.

“საფრანგეთის დედაქალაქში მოეგობარი გოგონ მყავს, ოჯახის წევრები და მეგობრები. მომხდარის გამო ყველა წუხს და შეშინებულია. არ ვიცი რა გავაკეთო, როგორ ჩავიდე პარიზში. პსჟ-ში თამაში ჩემი სამუშაო და ეს რომ ასე არ იყოს, არც წავიდოდი პარიზში.” – ციტირებს Daily Mail-ი ლუიზის სიტყვებს.

ბრაზილიელ ფეხბურთელის მსგავსად ედინსონ კავანისაც არ სურს საფრანგეთში გაფრენა. ურუგვაელმა მოთამაშემ კომენტარი არ გაავრცელა, თუმცა მისმა თანაგუნდელმა ალვარო გონსალესმა ედინსონის პოზიცია დააფიქსირა: “პარიზული ტერაქტი საშინელია. კავანიმ გვითხრა, რომ არჩევანის შემთხვევაში იგი არ დაბრუნდებოდა ამ ქალაქში.”

პსჟ-ს იტალიელი ფეხბურთელის მარკო ვერატის აგენტმა დონატო დი კამპლის განცხადებით, მის კლიენტს პარიზში დაბრუნების არ აშინებს.

0.129349