ფეხბურთი

13:33 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევრო-2016-ის საორგანიზაციო კომიტეტი ტურნირის სხვაგან გადატანას არ განიხილავს

მიუხედავად იმისა, რომ პარიზში ტერორისტული თავდასხმები განხორციელდა, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე ჟაკ ლამბერი ტურნირის სხვაგან გამართვის წინააღმდეგია.

“იანვრის შემდეგ საფრთხემ მოიმატა, ახლა კი უფრო გაიზარდა. ჩვენ მკაფიო და საჭირო გადაწყვეტილელებს მივიღებთ და დაცვის დონეს მაქსიმალურად გავზრდით. სტადიონებზე დაცვა კარგად მოქმედებს და ქუჩებშიც სისტემას გავაძლიერებთ. საუბარი ტურნირის სხვაგან გამართვაზე, მხოლოდ და მხოლოდ ტერორისტების წისქვილზე ასხამს წყალს.” – განუცხადა ლამბერტმა RTL-ს.

უკვე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი გერმანიის მატჩის დროს სტადიონის გარე პერიმეტრის დაცვამ მატჩზე არ შეუშვა ტერორისტი, რომელმაც თავი “სტად დე ფრანსის” მიმდებარედ აიფეთქა.

0.118862