ფეხბურთი

18:29 | 14.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი და საფრანგეთი მაინც ითამაშებენ

ინგლისისა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა არ გადაიდება. ორივე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 17 ნოემბერს გუნდები “უემბლიზე” ისპარინგებენ. თუმცა, ფრანგთა მთავარი საფეხბურთო გუნდი “კლაირეფონტენის” საწვრთნელ ბაზაზე აღარ მოემზადება.

აღნიშნული ამხანაგური თამაშის გადადების აზრი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარიზში ტერორისტული აქტები განხორციელდა საფრანგეთი – გერმანიის თამაშისას.

გარდა ამისა, დღეს და ხვალ საფრანგეთის თასის თამაშები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ყველა შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადადებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116894