ფეხბურთი

16:44 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სხირტლაძე “ორჰუსს” ზამთარში დატოვებს

დანიური “ორჰუსის” ოფიციალური საიტის ცნობით, 22 წლის ქართველი შემტევი დავით სხირტლაძე ამ ზამთარს დატოვებს კლუბს. სხირტლაძე 2011 წლის ზაფხულში გადავიდა “ორჰუსში”, სადაც ჯერ 19-წლამდელთა გუნდში იყო, მერე დუბლებში და ძირითად გუნდშიც მალე მიიწვიეს. დავითმა “ორჰუსის” მთავარ გუნდში 83 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. სხირტლაძესთან ერთად, გუნდს დატოვებს მორტენ ნორდსტრანდიც.

მორტენ ვიგჰორსტი (“ორჰუსის” მწვრთნელი): “ნორდსტანდი და სხირტლაძე ჯერ ჩვენს განკარგულებაში არიან, მაგრამ როცა დრო მოვა, ჩვენ გაწეული სამსახურისთვის მადლობას გადავუხდით და დავემშვიდობებით. სხირტლაძე კარგა ხანს იყო “ორჰუსში”, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და სხვა კლუბში, იმედია, თავს მეტად გამოიჩენს. მას აქვს ტალანტი და წარმატებებს ვუსურვებთ”.

“ორჰუსის” წამყვანი ფორვარდი კი მათე ვაწაძეა, რომელიც გუნდში დარჩება. ასე რომ, დანიურ კლუბში ერთი ქართველიღა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112972