ფეხბურთი

15:06 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემას ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვენ

საფრანგეთის სპორტის მინისტრი პატრიკ კანერი ეროვნული ნაკრებიდან ქარიმ ბენზემას მოკვეთას ითხოვს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა “ეკიპი” წერს.

“ეჭვმიტანილი ფეხბურთელები ყველაფრისგან და ჩვენი ეროვნული ნაკრებისგან შორს უნდა იყვნენ”, - ამბობს კანერი.

შეგახსენებთ, მადრიდის “რეალის” ფორვარდი ლიონის “ოლიმპიკის” შემტევის მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე ცოტა ხნის წინ დაკავებული იყო.

0.129914