ფეხბურთი

21:33 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიეირა “ნიუ იორკ სიტის” მწვრთნელია

ლეგენდარული 39 წლის ფრანგი ფეხბურთელი პატრიკ ვიეირა ამერიკული “ნიუ იორკ სიტის” მთავარი მწვრთნელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ფრანგი ამერიკული კლუბის გაწვრთნას 2016 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს. წყაროს ცნობით, ვიეირამ და კლუბმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ხელშეკრულების სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
პატრიკ ვიეირამ ფეხბურთელის კარიერა 2011 წელს “მანჩესტერ სიტიში” დაასრულა და ორი წლის განმავლობაში მწვრთნელად მანჩესტერელთა ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა, 2013 წლიდან კი სარეზერვო გუნდში საქმიანობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118181