ჭადრაკი

13:40 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვეტაძე რომის საჭადრაკო ტურნირში ითამაშებს

26 ნოემბერს იტალიის დედაქალაქი რომი პირველ მსოფლიო საჭადრაკო “ინტერნეტ ჩემპიონატს” უმასპინძლებს. “ფიდე არენას”’ ეგიდით გასამართ ტურნირში შესარჩევი ტურნირიდან მონაწილეობის უფლება ერთადერთმა ქართველმა დიდოსტატმა სოფიო გვეტაძემ მოიპოვა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის ელვისებურ ჭადრაკში შემდეგი დროის კონტროლით გაიმართება: 3 წუთი მთელ პარტიაზე + 2 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1169