ფეხბურთი

22:30 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა ცხადაძის მეოთხე, ელგუჯა გრიგალაშვილის მეორე

ალბანეთის ჩემპიონატში ბაჩანა ცხადაძისა და გიორგი ფოფხაძის “ფლამურტარიმ” სტუმრად 1:3 წააგო ”ტეუტასთან” და მეშვიდე ადგილზეა. “ფლამურტარიდან” ერთადერთი გოლი ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა, რომელმაც მე-19 წუთზე ანგარიში 1:1 გახადა. ეს ბაჩანას მეოთხე გოლია სეზონში.

კვიპროსზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს სეზონის მეორე გოლი იყო. “პაფოსი” სტუმრად აგებდა “აია ნაპასთან” და 1:1 დაასრულა. გამთანაბრებელი გოლი გრიგალაშვილმა 74-ე წუთზე შეაგდო. “პაფოსის” ძირითადში ოთხი ქართველი გახლდათ: გრიგალაშვილი, ნიკა გელაშვილი, ლევან ხმალაძე და გია გრიგალავა. გელაშვილი და გრიგალაშვილი ბოლო წუთებზე შეცვალეს, დანარჩენმა ორმა ქართველმა კი შეუცვლელად ითამაშა. “პაფოსის” მეხუთე ქართველი როინ კვასხვაძე დისკვალიფიცირებული იყო, რადგან წინა ტურში გააძევეს. “პაფოსი” 14 გუნდს შორის მეცხრეზეა.

კვიპროსზევე, “აშნამ” შინ 1:2 წააგო “არისთან” და მე-12 პოზიციაზეა. “აშნას” სასტარტოში იყო შოთა გრიგალაშვილი და შესვენებისას ის ბექა ტუღუშით შეცვალეს. სხვათა შორის, “აშნადან” გოლი გაიტანა ესპანელმა კარლეს კოტომ, რომელიც თბილისის “დინამოში” თამაშობდა.

პოლონეთის პირველ ლიგაში გიორგი ალავერდაშვილის “ზავიშამ” სტუმრად 0:1 წააგო “გკს კატოვიცესთან” და მერვე საფეხურზეა. ალავერდაშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

თურქეთში “რიზესფორმა” 4:3 მოუგო “გალათასარაის”, თუმცა ქართველებისთვის სასიკეთო არაფერი: რიზელთა განაცხადში არ ყოფილა ნიკა ძალამიძე. საოცრად კი წარიმართა მატჩი, “რიზესფორი” 2:3-ს აგებდა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გაიტანა ორი გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115771