ფეხბურთი

21:16 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყენიას ხელი თაბაშირში ექნება

ლევან ყენია რომ ნოემბრის სანაკრებო მატჩებს დააკლდება, ეს ორი დღის წინ გახდა ცნობილი. პრაღის “სლავიას” ფეხბურთელის არყოფნის მიზეზი ტრავმაა. შემტევმა ვარჯიშზე ხელი იღრძო და ერთი კვირის განმავლობაში თაბაშირში ექნება.

“ძალიან დამწყდა გული. ნაკრებში ოქტომბრის თამაშები გამიცდა და ახლა კიდევ, ესტონეთთან და ალბანეთთანაც ვერ ვითამაშებ. მძიმე ტრავმა არაა, მაგრამ ხელს მოფრთხილება უნდა. ერთი კვირა თაბაშირში მექნება” – განუცხადა ყენიამ worldsport.ge-ს

ლევანმა ნაკრებში ბოლოს ირლანდიასთან სტუმრად 0:1 წაგებულ შეხვედრაში ითამაშა. სამწუხაროა, რომ ხშირად უცდება დრო, მაგრამ “სლავიას” მწვრთნელ დუშან უჰრინს რომ მისი დიდი იმდი აქვს, იქიდანაც ჩანს, რომ ლევანს როცა ვარჯიში ახალდაწყებული აქვს, მაინც სასტარტოში ათამაშებს.

ვანო ხუციშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11469