ფეხბურთი

23:28 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დუგლას კოშტა და "ბაიერნი" დაფრინავენ (+VIDEO)

მიუნხენის “ბაიერნი” არ ჩერდება და არც აპირებს ამის გაკეთებას. “რეკორდმაისტერის” მორიგი მსუყე ლუკმა “შტუტგარტი” გახდა. “შვაბებს” “ალიანს არენაზე” დიდი იმედი არ უნდა ჰქონოდათ, ისედაც ნათელი იყო და შეხვედრის პირველ 17 წუთში კიდევ უფრო ცხადი გახდა. დუგლას კოშტა კი მიუნხენური მანქანის მთავარ მემანქანედ დღითიდღე ყალიბდება. ბრაზილიელმა ჯერ ჩვეულ სტილში ერთი ამოსუნთქვით გაიარა მეტოქის დაცვის ხაზი და არიენ რობენს ბურთი მკერდში საგოლედ გაარტყა, მერე საჯარიმოს მისადგომებიდან თვითონ აიღო სტუმართა კარი. “ბაიერნი” არც ამის მერე გაჩერებულა და ანტრაქტამდე კიდევ ორჯერ გაიტანა. ჯერ რობერტ ლევანდოვსკიმ ახლო მანძილიდან შეაგდო, შემდეგ არტურო ვიდალის დარტყმულს, რომელიც ხარიხამ აისხლიტა ტომას მიულერმა დაამატა – 4:0. მეორე ტაიმში კი გუნდებმა ვალი მოიხადეს და პირველი ნახევრის ანგარიში აღარ შეცვლილა. გამოსარჩევია, რომ “ბაიერნმა” “შტუტგარტის” კარისკენ 33(!)-ჯერ დაარტყა... ერთიც: გერმანიის ჩემპიონმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით ბოლო 6 საშინაო თამაშში 28 გოლი გაიტანა!..

ზედიზედ მეორე თამაში წააგო ლევერკუზენის “ბაიერმა”. ამას შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე წაგებას თუ დავუმატებთ, დავინახავთ, რომ “ფარმაცევტთა” საქმეები არცთუ კარგადაა. როჯერ შმიდტის გუნდმა ამჯერად საკუთარ კედლებში “კიოლნთან” წააგო. მატჩის გმირი კი “თხების” სლოვენიელი მცველი დომინი მაროჰი შეიქნა, რომელიც შეტევაში ორჯერ ისე ჩაურთო, ბარე-ორ ფორვარდს რომ შეშურდებოდა და თავის გუნდს სამტურიანი მოუგებელი სერია შეაწყვეტინა. მართალია მაროჰის გოლებს შორის ხავიერ ერნანდესმა ერთი ხანობა გაათანაბრა, მაგრამ ეს მარცხისგან თავის დასაღწევად საკმარისი მაინც არ გამოდგა.

უიღბლო დღე გამოდგა “ვოლფსბურგისთვისაც”. გასული სეზონის ვერცხლის პრიზიორი მაინცში უშანსოდ დამარცხდა. “მგლებს” 90 წუთის განმავლობაში მეტოქის კარში ზუსტად არ დაურტყამთ... შეხვედრა კი ისე დაიწყო, სტუმრები რომ ვერ იფიქრებდნენ: იულიან დრაქსლერი მეტოქეზე სახიფათოდ წავიდა და გასახდელშიც გაეშურა. მერე, “მაინცი” თამაშის სადავეებს დაეუფლა და პაბლო დე ბლასისისა და იუნის მალის ორი გოლით დამსახურებულად იმარჯვა. პირველ გოლში მასპინძლებზე მეტი დამსახურება კი “ვოლფსბურგის” კაპიტან დიეგო ბენალიოს მიუძღვოდა, ვინაც ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და არგენტინელ დე ბლასისს საგოლედ უპასა...

ჰუუბ სტევენსის ხელში მეორედ ითამაშა “ჰოფენჰაიმმა” და მოერეჯერვე ქულას გამორჩა. “სოფლელები” ამჯერზე სახლში ფრანკფურტის “აინტრახტს” უგოლოდ დაშორდნენ. გოლების გარეშე ჩაიარა ტურის კიდევ ერთმა მატჩმა – “ბორუსია პარკზე” “გლადბახმა” და “ინგოლშტადტმა” 90 წუთი მხოლოდ მომენტების შექმნაში გალიეს. სხვათა შორის, ეს გლადბახელთა პირველი ფრეა მიმდინარე ბუნდესლიგაში. ისე კი, ამით ექვსთამაშიანი მოგებების სერია შეწყვიტეს.

დღევანდელი შეხვედრებიდან კიდევ ერთი დასრულდა ფრედ – “ჰამბურგმა” გასვლაზე “დარმშტადტს” პირველ ტაიმში გაუტანა, მაგრამ მეორეში გაუშვა და გუნდებმაც ქულები გაიყვეს.

“გლადბახი” – “ინგოლშტადტი” 0:0 (0:0)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 52 331

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; ნერდვეიტი, კრისტენსენი, დომინგესი, ვენდტი; ტრაორე (აზარი 79), დაჰუდი (დრმიჩი 51), ქსაკა, ჯონსონი; სტინდლი, რაფაელი (ელვედი 88)

მწვრთნელი: შუბერტი

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; ლეველსი, მატიპი, ჰუბნერი, სუტნერი; გროსი (ენგელი 67), ბრეგერიე, მორალესი; ჰარტმანი (კრისტიანსენი 90), ჰინტერსეერი (და კოსტა 77), ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

გაფრთხილება: ქსაკა (18, 86), დომინგესი (74) – ბრეგერიე (31), ლეჩკიე (37), გროსი (49), ლეველსი (59), ენგელი (67), მორალესი (84)

გაძევება: ქსაკა (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 14 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ფრიტცი

“ლევერკუზენი” – “კიოლნი” 1:2 (1:1) (VIDEO)

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 30 210

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ბოენიში, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი (კისლინგი 78); ტოპრაკი, კამპლი; ბელარაბი (მრანდტი 46), ჩალჰანოღლუ, მეჰმედი (რამალიო 57); ჩიჩარიტო

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

“კიოლნი” (4-4-2): ჰორნი; რისე, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; ოსაკო (სორენსენი 90), ლემანი, ვოგტი, ბიტენკურტი (ჯოჯიჩი 82); ჰოისნერი (სვენტო 71), მოდესტე

მწვრთნელი: სტოგერი

გოლები: 0:1 მაროჰი (17), 1:1 ჩიჩარიტო (33), 1:2 მაროჰი (72)

გაფრთხილება: რამალიო (86) - ბიტენკურტი (40), ჰეინტცი (65)

გაძევება: პაპადოპულოსი (53)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 17 (8) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ცვაიერი

“ბაიერნი” – “შტუტგარტი” 4:0 (4:0) (VIDEO)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 75 000

“ბაიერნი” (3-4-2-1): ნოიერი; რაფინია, ბოატენგი (ბენატია 46), ალაბა; რობენი, კიმიჩი, ვიდალი, კომანი; მიულერი (ბადშტუბერი 59), დუგლას კოშტა (ალკანტარა 69); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

“შტუტგარტი” (4-4-1-1): ტიტონი; შვააბი, სუნჯიჩი (ჰეისე 63), ბაუმგარტი, ინსუა; კლეინი, სერეი დიე (რისტი 85), გენტნერი, კოსტიჩი (ჰლოუსეკი 46); დიდავი; ვერნერი

მწვრთნელი: ზორნიგერი

გოლები: 1:0 რობენი (11), 2:0 დუგლას კოშტა (17), 3:0 ლევანდოვსკი (37), 4:0 მიულერი (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 33 (14) – 5 (2) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 4:6

მსაჯი: დანკერტი

“ჰოფენჰაიმი” – “აინტრახტი” 0:0 (0:0)

ზინსჰეიმი, “ვირსოლ არენა”

მაყურებელი: 30 150

“ჰოფენჰაიმი” (4-4-2): ბაუმანი; სტრობლი, სულე, ბიჩაკჩიჩი, კიმი; ვოლანდი, რუდი (პოლანსკი 60), შვეგლერი, შმიდი; ვარგასი (ამირი 66), კურანი (სზალაი 79)

მწვრთნელი: სტევენსი

“აინტრახტი” (4-4-1-1): ჰრადეცკი; ჰასებე, ძამბრანო, აბრაჰამი, ოცზიპკა; აიგნერი (კინსომბი 90), სტენდერა, რეინარტცი, იგნიოვსკი; მეიერი; სეფეროვიჩი (კასტანიოსი 89)

მწვრთნელი: ვეჰი

გაფრთხილება: შვეგლერი (68) - სეფეროვიჩი (11), ძამბარანო (78), კასტანიოსი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 17 (9) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 5:4

მსაჯი: კირხერი

“მაინცი” – “ვოლფსბურგი” 2:0 (1:0) (VIDEO)

მაინცი, “კოფეის არენა”

მაყურებელი: 26 331

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროიანსკი, ბალოგუნი, ბუნგერტი, ბენგსტონი; ლატცა (სერდარი 78), ხარა; დე ბლასისი (კორდობა 88), მალი, სამპეირო (ნიედერლეხნერი 71); მუტო

მწვრთნელი: შმიდტი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ტრაში, ნალდო, დანტე, როდრიგესი; ლუის გუსტავო (გუილავოჯი 46), არნოლდი; ვიეირინია, დრაქსლერი, კალიჯური; ბენტნერი (ბენტნერი 65)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0 დე ბლასისი (31), მალი (75)

გაფრთხილება: სამპეირო (34), ლატცა (57) – ლუის გუსტავო (35), კალიჯური (76), დანტე (80)

გაძევება: დრაქსლერი (13)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 8 (0) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: სიბერტი

“დარმშტადტი” – “ჰამბურგი” 1:1 (0:1)

დარმშტადტი, “მერკშტადიონი”

მაყურებელი: 17 000

“დარმშტადტი” (4-4-1-1): მატეინია; გარიჩი, სულუ, კალიდიროლა, დიასი; ჰელერი (რაიკოვიჩი 90), ნეიმეიერი, გონდორფი, რაუში (კემპე 73); როზენტალი (საილერი 85); ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

“ჰამბურგი” (4-4-2): ადლერი; საკაი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოსტრზოლეკი; მიულერი (შტიბერი 90), დიასი (იუნგი 90), ჰოლტბი, გრეგორიში; ლასოგა, შიპლოკი (ილიჩევიჩი 65)

მწვრთნელი: ლაბადია

გოლები: 0:1 ლასოგა (29, პენ), 1:1 ჰელერი (47)

გაფრთხილება: ვაგნერი (25), გონდორფი (45), ნეიმაიერი (52), გარიჩი (56) – ჯურუ (57), გრეგორიში (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (3) – 8 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: შტარკი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122132