ფეხბურთი

13:31 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილი ნაკრებში მშრალი მატჩებით მიდის

რუსეთის პრემიერლიგაში “მორდოვიამ” შინ 4:0 სძლია “ანჟის” და ბოლოდან მესამე ადგილზეა. გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა ნუკრი რევიშვილმა, ხოლო მამუკა კობახიძე კვლავაც სათადარიგოებში გახლდათ. რევიშვილმა ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა გოლის გაუშვებლად. შეგახსენებთ, წინა კვირას ის რუსული პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

დანიაში “ორჰუსმა” სტუმრად 1:4 წააგო “რანდერსთან” და მერვე ადგილზეა 12 გუნდს შორის. ორჰუსელთა შორის 90 წუთი ითამაშა მათე ვაწაძემ, ხოლო დავით სხირტლაძე განაცხადში არ ყოფილა.

რევიშვილი და ვაწაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 11 და 16 ნოემბერს, ესტონეთთან და ალბანეთთან მატჩებში დაეხმარებიან.

ვანო ხუციშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110375