ფეხბურთი

11:31 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალუმ "ჰერტა" ოთხეულში დააბრუნა

ბუნდესლიგის XII ტურის პირველი თამაში საოლომონ კალუს გამოდგა. კოტ დივუარელმა შემტევმა “ჰანოვერს” მისსავე მოედანზე მარტომ მოუგო, სამი ქულა კი აქტივში ბერლინი “ჰერტას” ჩაეწერა.

30 წლის აფრიკელი წლეს მართლაც კარგ ფორმაში და უკვე 11 ჩატარებულ თამაშში 7 გოლი დაუგროვდა. “ჩელსის” ექსფეხბურთელმა მასპინძელთა ძლევა 33-ე წუთზე დაიწყო და 87-ეზე პენალტით დაასრულა. მანამდე ერთიც კიდევ გაეტანა. მოკლედ, “ჰერტამ” “ჰანოვერს” დამსახურებულად და დამაჯერებლად აჯობა. ახლა ბერლინელებს 20 ქულა დაუგროვდათ და ოთხეულში ისევ დაბრუნდნენ.

“ჰანოვერი” – “ჰერტა” 1:3 (0:1)

ჰანოვერი, HDI არენა

მაყურებელი: 40 200

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, მარსელო, შულცი, ალბორნოზი; ანდრეასენი (ერდინჩი 71), სანე; ბეხი, კიოტაკე, კლაუსი (სენტ-მაქსიმი 46); სობიეხი

მწვრთნელი: ფრონტცეკი

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; რეგასელი, ლანგკამპი, ბროოკსი, პლატეჰარტდი; ლუსტენბერგერი (ჰეგელერი 76), სკიელბერგი; ვეიზერი (სტოკერი 90), დარიდა, ჰარაგუჩი; კალუ (ბაუმიჰოანი 90)

მწვრთნელი: დარდაი

გოლები: 0:1 კალუ (33), 0:2 კალუ (60), 1:1 კიოტაკე (70), კალუ (87, პენ)

გაფრთხილება: სობიეხი (5), ანდრეასენი (59) - დარიდა (28), პლატეჰარდი (70)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 12 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დინგერტი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116953