ფეხბურთი

20:47 | 5.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩი “ვილიარეალთან” მატჩს გამოტოვებს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი “ვილიარეალის” წინააღმდეგ პრიმერადივიზიონის მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს.

როგორც “ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, “ბატესთან” შეხვედრაში ხორვატმა მარჯვენა ფეხის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ითამაშებს თუ არა “ელ კლასიკოს” რაკიტიჩი ეს მის სარეაბილიტაციო პერიოდზეა დამოკიდებული.

მადრიდის “რეალის” და “ბარსელონას” დაპირისპირება “სანტიაგო ბერნაბეუზე” 21 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110427