ფეხბურთი

14:50 | 5.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ ვალბუენას შანტაჟში მონაწილეობა აღიარა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ აღიარა, რომ “ლიონის” ნახევარმცველ მატიე ვალბუენას შანტაჟში მონაწილეობდა. ამის შესახებ AFP-ი იტყობინება.

ბენზემა პარიზის პოლიციამ ოთხშაბათ დილით დაკავა და ფეხბურთელმა ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა. დღეს, დაკითხვაზე ქარიმმა აღიარა, რომ ვალბუენას საქმესთან კავშირი აქვს, თუმცა რა როლს ასრულებდა ის, ჯერჯერობით არ ხმაურდება. გამომძიებლები ცდილობდნენ დაედგინათ ბენზემას სტატუსი - მოწმე იქნება, თუ ეჭვმიტანილი, ფეხბურთელმა კი თავისი უდანაშაულობის დამტკიცება ვერ შეძლო და ამჟამად ეგრეთ წოდებული “სასამართლო კონტროლის” ქვეშ რჩება.

ბენზემას ადვოკატი ირწმუნება, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს კავშირი არ ჰქონია ბოროტმოქმედებთან, რომელებიც ვალბუენას თანხის გამოძალვის მიზნით ინტიმური ხასიათის ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდნენ. მისი თქმით, ბენზემა მატიეს ინფორმაციას აწვდიდა და გამომძალველთათვის ფულის გადახდას ურჩევდა.

ცოტა ხნის წინ ამ საქმეზე კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელი ჯიბრილ სისე იყო დაკავებული, თუმცა პოლიციამ საქმესთან მისი კავშირი ვერ დაადგინა და მალევე გაათავისუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11491