ფეხბურთი

16:40 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა ვალბუენას შანტაჟისთვის დააკავეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დაკავებულია პარიზის პოლიციის მიერ. მიზეზი “ლიონის” ნახევარმცველ მატიე ვალბუენასთვის მოწყობილი შანტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაა.

ვალბუენას ინკოგნიტო პირები უკავშირდებოდნენ და ემუქრებოდნენ, რომ მისი მონაწილეობით ინტიმური ხასიათის ვიდეოებს გაავრცელებდნენ. საუბარი იყო 150 000 ევროზე, რომლის მიღების შემთხვევაში, შანტაჟისტები ვალბუენას შეეშვებოდნენ.

ვარაუდობდნენ, რომ შანტაჟისტებს შორის იყო საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ჯიბრილ სისეც, თუმცა პოლიციამ მის წინააღმდეგ ჯერ სამხილები ვერ მოიპოვა. სისეს გარდა, კიდევ ორი ადამიანია ეჭვმიტანილი.

რაც შეეხება ბენზემას, ის კვლავაც პოლიციაშია და ამ საქმესთან კავშირი თუ დაუმტკიცდა, 5-წლიანი პატიმრობაც დაემუქრება.

0.118017