ფეხბურთი

10:31 | 4.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკე ცვლილებებს აპირებს, “ბატე” გამოცდილების მისაღებად მზადაა

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ბატესთან” მატჩში მისი გუნდი 4-4-2 სისტემით არ ითამაშებს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ლიონელ მესის სარეაბლიტაციო პერიოდი გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

ბელარუსიული გუნდი და ესპანური გრანდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ერთმანეთს 4 ნოემბერს “კამპ ნოუზე” დაუპირისპირდებიან. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მესამე ტურში “ბლაუგრანას” გამარჯვებით დასრულდა.

“ლიონელ მესის სარეაბილიტაციო პერიოდი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ შობამდე ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს ხოლმე. მიმდინარე სეზონში დაზიანების გამო ბევრი მოთამაშე გამომაკლდა, თუმცა იანვრში გუნდი უკვე მთელი სიძლიერით დაბრუნდება. “ბატესთან” მატჩში 4-4-2 სისტემით არ ვითამაშებ. შესაძლოა, გულშემატკივრებს სხვა განლაგება შევთავაზოთ.” – ციტირებს ენრიკეს სიტყვებს uefa.com-ი.

“ბატეს” თავკაც ალექსანდრ იარმაკოვიჩს გაანალიზებული აქვს ბელარუსებს ვისთან აქვთ საქმე და აღნიშნავს, “ბარსელონასთან” მატჩი ჩვენთვის გამოწვევააო:

“რა თქმა უნდა, ვიცით მოწინააღმდეგის ძალა, მოვემზადეთ და უძლიერეს გუნდთან დაპირისპირებას ველით. მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, მათ თითოეულ პოზიციაზე გამორჩეული მოთამაშეები ჰყავთ. ჩვენ მოუთმენლად ველით მაღალი დონის გუნდისგან გამოწვევას.”

“ბარსელონას” და “ბატეს” დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11627