კალათბურთი

19:25 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სმიტმა მუხლი დაიზიანა

“კლივლენდ კავალირსის” კალათბურთელმა ჯეიარ სმიტმა “ფილადელფიასთან” 107:100 მოგებულ შეხვედრაში მუხლი დაიზიანა. სმიტმა ტრავმა შეხვედრის პირველ მეოთხედში მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

რამდენად სერიოზულია ტრავმა ჯერჯერობით უცნობია.

განვლილ სეზონში სმიტი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 12.7 ქულას, 3.5 მოხსნას და 2.5 პასს აკეთებდა.

0.12878