ფეხბურთი

14:00 | 1.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სუარესმა კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა “ხეტაფესთან” სტუმრად მოგებულ (2:0) ლა ლიგის მე-10 ტურის მატჩში გოლი 37-ე წუთზე გაიტანა და კარიერაში თავი მესამასედ გამოიჩინა.

სამხრეთამერიკელმა მოთამაშემ 12 გოლი “ნასიონალში” გაიტანა, 15 – “გრონინგემში”, 82 – “აიაქსში”, 111 – “ლივერპულში”. ურუგვაის ეროვნულ გუნდის მაისურით სუარესმა მეტოქეები 44-ჯერ დაამწუხრა, ხოლო “ხეტაფესთან” გატანილი გოლი “ბარსელონას” რიგებში 36-ე აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126478