ფეხბურთი

1:49 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ფრანკფურტში გააჩერეს (+VIDEO)

მიუნხენის “ბაიერნმა” ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-11 თამაში ვერ მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდის შეჩერება ფრანკფურტში, “აინტრახტმა” შეძლო. “რეკორდმაისტერი” მთლიანობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის “ბაიერნი”, რასაც გულშემატკივრები არიან მიჩვეულნი. მიუნხენურ გიგანტს საგოლე მომენტებიც მრავლად ჰქონდა, თუმცა ბოლო მომენტში სტუმართა შემტევები კარის ჩარჩოში ბურთს იშვიათად ახვედრებდნენ და აქედან გამომდინარე რეკორდი 10 მოგებაზე შეწყდა.

“აინტრახტს” კი მხოლოდ ქება და ქება ეკუთვნის. არმინ ვეჰის გუნდმა შეძლო ის, რასაც გერმანიაში ბევრი ჯერ კიდევ შენატრის – “ბაიერნთან” ქულა მოიპოვა.

“აინტრახტი” – “ბაიერნი” 0:0 (0:0) (VIDEO)

ფრანკფურტი, “კომერცბანკი არენა”

მაყურებელი: 51 500

“აინტრახტი” (4-3-3): ჰრადეცი; ჰასებე, ძამბრანო, აბრაჰამი, ოცზიპკა; იგნიოვსკი, მედოიევიჩი (რუსი 77), სტენდერა (ჯაკპა 90); აიგნერი (რეინარტცი 88), მეიერი, სეფერევოჩი

მწვრთნელი: ვეჰი

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი (ალაბა 76), მარტინესი, ბოატენგი, რაფინია (მიულერი 51); ალონსო; რობენი, ვიდალი, დუგლას კოშტა, კომანი (ალკანტარა 65); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

გაფრთხილება: აიგნერი (1), სეფეროვიჩი (57), მეიერი (83), იგნიოვსკი (90) – ლამი (69), რობენი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 10 (2) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: სიბერტი

თეგებიბუნდესლიგა
0.480991