ფეხბურთი

16:28 | 29.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი ჯანმრთელობას “ელ კლასიკოზე” წინ აყენებს

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ლიონელ მესი “ელ კლასიკოში” მონაწილეობას არ გარისკავს. El Confidencial-ის ინფორმაციით, სამხრეთმაერიკელი ჯანმრთელობას რისკის ქვეს არ დააყენებს და პრიმერადივიზიონის მე-12 ტურის მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

მესის ფეხის ტრავმა აწუხებს. ექიმების ცნობით, სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებულად მიმდინარეობს და არის შანსი ფეხბურთელმა ესპანეთის მთავარ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა, როგორც El Confidencial-ი იუწყება, თავდამსხმელს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და მას აზრს ვერავინ შეაცვლევინებს.

“რეალის” და “ბარსელონას” დაპირისპირება 21 ნოემბერს მადრიდში “სანტიაგო ბერნაბეუზე” თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101236