ფეხბურთი

18:27 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთმა “ბარსელონას” კარი გაუღო

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა მანუელ ვალსმა კატალონიის “ბარსელონას” ლიგა 1-ის კარი გაუღო. იმ შემთხვევაში თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს, გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში ვეღარ ითამაშებს, შესაბამისად ალტერნატიული ვარიანტი “ბლაუგრანას” უკვე აქვს.

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ “მონაკო” საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს.” – ციტირებს ფრანგული გაზეთი Challenges-ი მანუელის სიტყვებს.

მანუელ ვალსი 1962 წელს ბარსელონაში დაიბადა. მომავალი პრემიერმინისტრის მამა ფერმწერი გახლდათ, რომელიც საფრანგეთში გადაასახლეს. მანუელმა კატალონიური ენა იცის და “ბარსელონას” გულშემატკივარია. იგი “ბლაუგრანას” ჰიმნის დამწერის მანუელ ვალს'ი ჟირონას დის შვილიშვილია.

0.122613