ფეხბურთი

22:34 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

როისმა და ობამეიანგმა "ბორუსია" 7 ქულიან დისტანციაზე დატოვეს

“დორტმუნდმა” მიუნხენის “ბაიერნთან” 7 ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა. “სიგნალ იდუნა პარკზე” “ბორუსიელებმა” ღრმა აუტსაიდერ “აუგსბურგს” თავბედი აწყევლინეს და 5:1 გაანადგურეს. ტომას ტუხელის გუნდში საუკეთესო გაბონელი პიერ ობამეიანგი გახლდათ, ვინაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა. აფრიკელი ფორვარდის გარდა, კარგი თამაში ჩაატარა “ყვითლების” კიდევ ერთმა ლიდერმა მარკო როისმა. გერმანიის ნაკრების შემტევმა მეტოქეს 2 გატანილი გოლი აკმარა. სტუმართაგან თავის გამოჩენა მხოლოდ ბობადილამ შეძლო, რომელმაც ერთი ხანობა სხვაობა ორბურთამდე შეამცირა.

მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” ზედიზედ წაგებული 5 თამაში გააბათილა და მიჯრით ამდენჯერვე იმარჯვა. გლადბახელები მართლაც გასაოცარ ფორმაში არიან და მეტოქეებს აღარ ინდობენ. ამჯერად შუბერტის შეგირდებმა შინ გელზენკირხენის “შალკეს” შანსი არ დაუტოვეს. პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს, მაგრამ მეორე 45 წუთში გოლები მხოლოდ მასპინძლებს გაჰქონდათ, ბრაზილიელმა რაფაელმა და იულიან კორბმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

“დორტმუნდი” – “აუგსბურგი” 5:1 (3:0)

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 81 359

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; გინტერი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი; გუნდოგანი, ბენდერი (ვეიგლი 76); როისი (რამოსი 82), კასტრო (იანუზაი 76), კაგავა; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტუხელი

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ფეულნერი, კლასენ-ბრაკერი, კლავენი, მაქსი; კორი (დონგ-ვონი 75), ბაიერი; ჯა-ჩოელი, ტროხოვსკი (მორავეკი 46), ეშვეინი (ვერნერი 46); ბობადილა

მწვრთნელი: ვეინციერლი

გოლები: 1:0 ობამეიანგი (18), 2:0 როისი (21), 3:0 როისი (33), 3:1 ბობადილა (49), 4:1 ობამეიანგი (85), 5:1 ობამეიანგი (90)

გაფრთხილება: ვერნერი (60), ფულნერი (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (9) – 4 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: გრაფე

“გლადბახი” – “შალკე” 3:1 (1:1)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 54 010

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; კორბი, კრისტიანსენი, იანტშკე, ვენდტი; ტრაორე (ჰანი 74, აზარი 83), დაჰუდი (ნორდვეიტი 57), ქსაკა, იონსონი; რაფაელი, სტინდლი

მწვრთნელი: შუბერტი

“შალკე” (4-4-2): ფარმანი; რეიტერი, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო; კაისარა (ჰუნტელაარი 73), გეისი, ჰოიბერგი (ჩუპო-მოტინგი 78), სანე; დი სანტო (ნოიშტადტერი 89), მეიერი

მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი

გოლები: 1:0 სტინდლი (32), 1:1 კრისტიანსენი (44, ა.გ), 2:1 რაფაელი (70), 3:1 კორბი (84)

გაფრთხილება: ვენდტი (52), რაფაელი (72) - კაისარა (27), ჰიოვედესი (72), მატიპი (80)

გაძევება: გეისი (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (10) – 13 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 1:6 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: შტარკი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124193