ფეხბურთი

15:31 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკემ 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “ეიბართან” გასამართი მატჩისთვის 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ესპანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, პრიმერადივიზიონის მეცხრე ტურის მატჩში მონაწილეობის შანსი შემდეგ ფეხბურთელებს ექნებათ: ტერ შტეგენი, ბრავო, დუგლასი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ალვეში, სუარესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, მუნირი, ალბა, სანდრო, ადრიანო, ვერმალენი, მატიე, გუმბუა.

მასიპი ტექნიკური მიზეზების გამო ენრიკემ არ გამოიძახა. მესი, ინიესტა, სერხი რობერტო და რაფინია ტრავმირებულები არიან, ხოლო არდა თურანი და ალეიქს ვიდალი ოფიციალურ მატჩს 2016 წლამდე ვერ ჩაატარებენ.

“ბარსელონას” და “ეიბარის” მატჩი “კამპ ნოუზე” დღეს თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.

0.11808