ფეხბურთი

19:19 | 25.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლამ პოგბას “ბარსელონას” მოლაპარაკება უარყო

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა ფეხბურთელის და კატალონიის “ბარსელონას” შორის მილაპარაკებას უარყოფს.

Le10 Sport-თან საუბრისას რაიოლამ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “შეთანხმება “ბარსელონასთან”? ცრუ ინფორმაციაა. ვისაც პოგბა სურს “იუვენტუსთან” მოუწევს დალაპარაკება. მიმდინარე წლის ზაფხულში 3-4 კლუბს სურდა ფრანგი ფეხბურთელი, თუმცა პოლმა ტურინში დარჩენა გადაწყვიტა.”

“მამლების” ფეხბურთელის გადაბირება რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს, მათ შორისაა ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ სიტი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114489